ოპერაცია დე ლიხტის „რეალში“ ტრანსფერი - რაიოლა საქმეს შეუდგა
ესპანური გამოცემების ცნობით, მატის დე ლიხტის აგენტი, მინო რაიოლა ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერის მომზადების საკითხს სერიოზულად მიუდგა.
უკანახაზელს „იუვენტუსში“ დარჩენა აღარ სურს, ამიტომ დიდი ალბათობით 2022 წლის ზაფხულში ყველაფერს გააკეთებს სერია „ა“-ს დასატოვებლად.
დე ლიხტის აგენტი მინო რაიოლა ტრანსფერზე მუშაობას უკვე იწყებს, ვინაიდან იცის, რომ მადრიდის „რეალი“ ცენტრალურ მცველს ეძებს, ნიდერლანდელის ვარიანტი კი იდეალური იქნება.
ახალგაზრდა მცველის ფასი დაახლოებით 80 მილიონი ევროა, თუმცა „ბლანკოსი“ მის დამატებას შედარებით დაბალ ფასად შეეცდება, ვინაიდან თავად მოთამაშესაც სურს „იუვეს“ დატოვება.
- 19 სექტემბერი 2021
- 887
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.