უკვე ცნობილია 3 ფეხბურთელი, რომელიც „რეალს“ 100%-ით ტოვებს
ABC-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალს“ სამ ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
გარეთ ბეილი, ისკო ალარკონი და მარსელო ვიეირა 30 ივნისის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებენ და კლუბს დატოვებენ.
ფლორენტინო პერესი თვლის, რომ გუნდის განახლების პროცესის პარარელურად ზემოაღნიშნული ფეხბურთელების საჭიროება აღარ დგას.
ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ კარიერას ძალიან გამოცდილი ფიგურები.
გარდა ბეილის, მარსელოს და ისკოსი, „ბლანკოსიდან“ მარიანო დიასის და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაც იგეგმება.
- 19 სექტემბერი 2021
- 3 901
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.