„ვალენსია“ თითო მატჩში საშუალოდ 0.5 გოლს უშვებს

მადრიდის „რეალის“ მომავალმა მეტოქემ „ვალენსიამ“ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ბორდალასის შეგირდები ჩემპიონატის თანალიდერები არიან.

„ვალენსიამ“ 4 დაპირისპირებაში 9 გოლის გატანა შეძლო და მხოლოდ 2 გაუშვა. საშუალოდ, გუნდი თითო მატჩში 0.5 გოლს უშვებს, „რეალის“ სტატისტიკა კი თითო მატჩში 1.5 გაშვებული გოლია. 4 პაექრობაში ანჩელოტის შეგირდებმა 6-ჯერ ვერ შეძლეს კარის გადარჩენა.

„ღამურები“ საშინაო არენაზე შესანიშნავად ასპარეზობენ, განსაკუთრებით კი ამის თქმა „რეალთან“ დაპირისპირებებზე შეიძლება.

აღნიშნულს ბევრი ასპექტი სძენს ინტრიგას. პირველ რიგში ის, რომ ერთმანეთს პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები ხვდებიან, მეორე რიგში კი ინტერესს „რეალის“ საოცარი შედეგიანობა და „ვალენსიას“ შესანიშნავი დაცვა იწვევს. „ბლანკოსმა“ 4 თამაშში 13 გოლის გატანა შეძლო, რაც თითო დაპირისპირებაში საშუალოდ 3 გოლზე მეტია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პეპეს გუნდმა 4-იდან 2 მატჩი საშინაო არენაზე გამართა, სადაც გოლი საერთოდ არ გაუშვია.

მადრიდის „რეალი“ ვალენსიაში გამგზავრებამდე ფინალურ სესიას დღეს გამართავს, სადაც კარლო ანჩელოტი ბოლო რჩევა-დარიგებებს გასცემს.

  • Ramos
  • 18 სექტემბერი 2021
  • 590
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)