დე ლიხტს „რეალის“ ვარიანტი ხიბლავს
მატის დე ლიხტი „აიაქსში“ ბრწყინავდა, მასზე პრეტენზიას კი „რეალი“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“ და „იუვენტუსი“ აცხადებდნენ. საბოლოო ჯამში ნიდერლანდელმა უკანახაზელმა არჩევანი „ბებერ ქალბატონზე“ გააკეთა, თუმცა ის სერია „ა“-ში ბედნიერი აღარ არის.
ვარანისა და რამოსის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, მადრიდულ გუნდში მაღალი დონის ცენტრალური მცველის ყიდვის საჭიროება დადგა. ფლორენტინო პერესი განიხილავდა, როგორც პაუ ტორესის, ასევე ჯულს კუნდეს დამატების საკითხს, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.
სეზონის სტარტიდან დღემდე ყველა მატჩში მტკიცდება, რომ „რეალს“ დაცვაში პრობლემები აქვს, ამიტომ 2022 წლის ზაფხულში მაღალი დონის ცენტრალური მცველის ყიდვა გარდაუვალია.
ზემოხსენებული ფეხბურთელები დღის წესრიგში ისევ დადგებიან, თუმცა პაუს და კუნდეს დე ლიხტის ვარიანტიც დაემატება.
22 წლის ფეხბურთელს „იუვესთან“ ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ ის იტალიაში კიდევ 3 წელი დარჩეს.
იტალიური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს. ფეხბურთელის ასაკიდან და პერსპექტივიდან გამომდინარე, მისი ფასი ფაქტობრივად 80 მილიონ ევროს უტოლდება.
- 18 სექტემბერი 2021
- 1 929
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.