თებერვლიდან მოყოლებული „რეალმა“ დაცვის ხაზის 22 ფორმაცია წარმოადგინა
2021 წელს მადრიდის „რეალის“ დაცვა ხშირად ხდება პრობლემატური საკითხი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში გუნდმა ძალიან ბევრი გოლი გაუშვა და ეს ნამდვილად გახდა განგაშის საგანი, თუმცა არასტაბილურობა გასულ სეზონშიც ხშირად შეიმჩნეოდა.
2021 წლის თებერვლიდან მოყოლებული, მადრიდის „რეალმა“ დაცვის ხაზის 22 ვარიანტი წარმოადგინა, სულ კი 29 დაპირისპირება ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდის დაცვის ოთხეული ერთი და იგივე ფაქტობრივად არასდროს არ არის.
ასევე აღსანიშნავია, რომ დაცვის ოთხეულის დაკომპლექტებაში სხვადასხვა დროს 14-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ესენი არიან: კარვახალი, მილიტაო, ვარანი, ნაჩო, რამოსი, მარსელო, ოდრიოზოლა, ჩუსტი, მენდი, ვასკესი, მარვინი, ვალვერდე, გუტიერესი და ალაბა.
მიმდინარე სეზონშიც ანჩელოტიმ რამდენიმე ვარიანტი მოსინჯა, როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზე, თუმცა ოპტიმალური ვარიანტი ჯერ-ჯერობით კვლავ არ არის ნაპოვნი. კარლიტოს აზრით საუკეთესო ოთხეულს კარვახალი, მილიტაო, ალაბა და ფერლან მენდი დააკომპლექტებენ, თუმცა ტრავმიანობის გამო სტაბილური ხაზი ჯერ-ჯერობით ვერ ჩამოყალიბდა.
- 18 სექტემბერი 2021
- 605
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.