ზიდანი „პსჟ“-ს მთავარ მწვრთნელად ინიშნება?
ესპანური გამოცემები ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობიტ იუწყებიან, რომ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანს განიხილავს...
„ბრიუგესთან“ საშინელი თამაშისა და საფრანგეთის ლიგაში არც ისე დამაჯერებელი გამოსვლის გამო პოჩეტინოს მუშაობით უკმაყოფილოები არიან.
პარიზელთა ხელმძღვანელობა ზიზუს დანიშვნით ორი კურდღლის დაჭერას აპირებს. პირველ რიგში პარიზელებს სათავეში ჩაუდგება მწვრთნელი, რომელმაც იცის, როგორ დაალაგოს სიტუაცია და როგორი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს სუპერ ვარკვლავებთან, მეორე რიგში კი ზინედინის „პსჟ“-ში დანიშვნამ შესაძლოა კილიან მბაპეზეც იქონიოს ზეგავლენა.
ყველამ კარგად იცის, რომ მბაპესთვის ზიდანი დიდი ავტორიტეტია.
ზიზუს პარიზელების გარდა მანჩესტერ „იუნაიტედის“ განიხილავს. ლეგენდას ასევე უმიზნებს საფრანგეთის ნაკრებიც.
- 17 სექტემბერი 2021
- 10 959
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.