Defensacentral - პოგბა „პსჟ“-ს უარს ეუბნება
Defensacentral-ის ცნობით, პოლ პოგბა „პსჟ“-ს იდეალური წინადადებით არ იხიბლება და თვლის, რომ მისთვის საუკეთესო კლუბი „რეალი“ იქნება.
ფრანგ ფეხბურთელს „ბლანკოსში“ თამაში სურს და პარიზელთა მხრიდან წამოსული საოცარი წინადადების მიუხედავად, სამშობლოში თამაშს არ განიხილავს.
ანალოგიური გამოცემის ცნობით, პოლს სამეფო კლუბთან სიტყვიერი შეთანხმება ისედაც აქვს. ტრანსფერის შემთხვევაში ფრანგი მოთამაშე „ბლანკოსთან“ 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
პოგბასა და „რეალს“ ერთმანეთს 2018 წლიდან აკავშირებენ, თუმცა შეთანხმება ვერაფრით განხორციელდა.
ახლა ფლორენტინო პერესი მიზნის მიღწევასთან ახლოს არის, თანაც მოთამაშის დამატება უფასოდ არის შესაძლებელი.
- 17 სექტემბერი 2021
- 1 025
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.