„რეალმა“ „ვალენსიასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
ლა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „რეალს“ ურთულესი მატჩი ელის. „მერენგები“ „მესტალიაზე“ ადგილობრივ „ვალენსიას“ დაუპირისპირდებიან.
დღეს კარლო ანჩელოტიმ სესიები განაახლა, გუნდმა მეხუთე ტურისთვის მზადება დაიწყო.
კროოსი, სებალიოსი, მენდი, მარსელო, ბეილი, ბენზემა და მარიანო სატრენაჟორო დარბაზში მუშაობდნენ, დანარჩენმა ფეხბურთელებმა კი ყურადღება ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს და პრესინგს დაუთმეს.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
ხვალ „რეალი“ ფინალურ ვარჯიშს გამართავს, 19-ში კი „რამურებს“ დაუპირისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
- 17 სექტემბერი 2021
- 638
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.