„ბარსას“ ვიცე პრეზიდენტი - „რეალი“ მბაპეს და ჰოლანდს იყიდის
„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მადრიდის „რეალისა“ და კატალონიური კლუბის სიტუაცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
„ჩვენ საკმაოდ მძიმე სამუშაო გვაქვს განსახორციელებელი, მაგრამ ვიცით, რომ არსებული გეგმის მიხედვით, სიტუაციის გამოსწორებას შევძლებთ, თუმცა ამას დრო დასჭირდება.“
„მადრიდის „რეალს“ გაცილებით უკეთესი ეკონომიკური სიტუაცია აქვს, ამ მხრივ პერესს სტაბილური სიტუაცია აქვს ჩამოსაყალიბებელი.“
„დიახ, ჰოლანდისა და მბაპეს „ბლანკოსში“ ტრანსფერი სავსებით რეალურია. ალბათ ეს ტრანსფერები შედგება კიდეც. ჩვენ გვსურს ტოპ ვარსკვლავები, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ბევრ რამეზე გვიწევს უარის თქმა.“
„ეკონიმიკურ და ბიზნეს დონეზე, პერესი „რეალს“ უკონკურენტოდ მართავს.“
- 17 სექტემბერი 2021
- 6 210
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.