რუდიგერი არჩევანს „რეალსა“ და „პსჟ“-ს შორის გააკეთებს
მას შემდეგ, რაც ანტონიო რუდიგერმა ლონდონის „ჩელსის“ კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ წლიურად 12 მილიონი ევრო მოსთხოვა, მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია შესული...
ბრიტანული გამოცემების ცნობით, რუდიგერი არჩევანს „რეალსა“ და „პსჟ“-ს შორის გააკეთებს. ორივე გუნდი ინტერესს გამოხატავს, თუმცა ფინანსურ საკითხებზე არ საუბრობს.
იმ შემთხვევაში, თუ უკანახაზელი „ჩელსის“ დატოვებს, ის ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ვინაიდან 2022 წლის 30 ივნისს მოქმედ კონტრაქტს ვადა ეწურება.
ბრიტანული გამოცემები ასევე იუწყებიან, რომ „არისტოკრატები“ რუდიგერთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი ეტაპის წარმოებას გეგმავენ, თუმცა ფეხბურთელის მოთხოვნა იმდენად ასტრონომიულია, რომ შეთანხმების შანსი ფაქტობრივად არ არსებობს.
- 16 სექტემბერი 2021
- 1 420
- 4