ინძაგი:„„რეალთან“ წაგებას არ ვიმსახურებდით“
მილანის „ინტერის“ თავკაცმა, სიმონე ინძაგიმ მადრიდის „რეალთან“ მარცხის შემდეგ მიზეზებზე ისაუბრა...
„„რეალთან“ წაგებას არ ვიმსახურებდით. ეს ცალსახაა. სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა ჩვენგან გამარჯვებას ითხოვდა და ეს სავსებით ლოგიკურიც იყო. უამრავი მომენტი გვქონდა. ტიბო კურტუას ბევრი „სეივის“ განხორციელება მოუხდა.“
„მხოლოდ იმიტომ წავაგეთ, რომ მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში მოვდუნდით. ეს სირცხვილია თანაც იმ ფონზე, რომ გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს.“
„წინ კიდევ 5 ტურია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დანარჩენი მატჩების მოსაგებად.“
- 16 სექტემბერი 2021
- 3 948
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.