ანჩელოტი:,,დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ"
კარლო ანჩელოტიმ „ინტერთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოდგა, სადაც მადრიდის „რეალმა“ გარდატეხის შეტანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმისგან განსხვავებით მეორე ნახევარში სულ სხვა ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. „სან სიროზე“ გამარჯვება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი მოხერხდა.“
„როდრიგოს მოედანზე შესვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო, მეტოქის ნახევარზე ხშირად ვაწყდებოდით სიმჭიდროვეს, სწორედ აქედან გამომდინარე, ბრაზილიელის სტილის მოთამაშე გვჭირდებოდა.“
„ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, რომლებიც გამოცდილ ფიგურებთან ერთად დიდებულ სინთეზს ქმნიან. პოტენციალი ძალიან დიდია, ამიტომ სწორი მუშაობა და თავდადება გვმართებს.“
„კამავინგას სახით დიდი ტალანტი დავიმატეთ, თუმცა მას მოთმინება და ბევრი მუშაობა მართებს, ფრანგის ხარისხი მართლაც თვალშისაცემია, თუმცა დაცვითი ასპექტების გასაუმჯობესებლად ბევრი მუშაობა მართებს.“
„კაზემირომ და ვალვერდე, ასევე ვინისიუსმა როგორც პირველ, ასევე მეორე ნახევარში დიდი ენერგია დახარჯეს და სწორედ ამიტომ გავიმარჯვეთ. „ინტერის“ ფეხბურთელებს მეორე 45 წუთში დაღლა შეეტყოთ, ჩვენ კი ტემპი არ დაგვიგდია.“
„აზარი არ ვათამაშე, რადგან ჩავთვალე, რომ გუნდს სხვა სტილი სჭირდებოდა.“
„დაცვაში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ტიბოს რამდენჯერმე მაინც მოუწია სერიოზული „სეივის“ განხორციელება. ვთვლი, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევის მომსწრენი გავხდით, „რეალმა“ გამოცდა კარგად ჩააბარა და პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.“
„როდრიგოს ბევრი წუთი არ მიუღია, მაგრამ სათანადო შთაბეჭდილება მაინც დატოვა, ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ.“
„ალაბას ცენტრალურ მცველად ვხედავ, ნაჩეტემ კი მარცხნივ გამოცდილების გამო ითამაშა. დიახ, მე მქონდა მიგელის არჩევანიც, მაგრამ საბოლოო ჯამში ფერნანდესზე შევჩერდი, რადგან ამ მატჩში საჭირო იყო დიდი გამოცდილება.“
- 16 სექტემბერი 2021
- 4 262
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.