ბენზემა:,,ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვაპირებთ"
კარიმ ბენზემამ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია. აქ „რეალი“ ყოველთვის ფავორიტია, ამჟამადაც ვეცდებით ტურნირის მოგებას და მაქსიმალური შედეგების ჩვენებას.“
„სხვებზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ საკუთარი გუნდის წარმატებაზე ვართ ორიენტირებულები და გვსურს, რომ პირველ ტურში 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში. ფეხბურთი 11-11-ზეა, გამარჯვებით კი საუკეთესო იმარჯვებს.“
„ფიზიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ მაქვს, ეს ყველაფერი კი ყოველდღიური სამუშაოს შედეგია. როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვიმყოფები.“
„ოქროს ბურთის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მათ შორის ჩემიც, თუმცა ახლა პრიორიტეტული გუნდური ტიტულები და გამარჯვებაზე ზრუნვაა.“
„ვინისიუსს ბევრს ვესაუბრები და ვცდილობ, განვითარებაში დავეხმარო. ბრაზილიელი ძალიან ახალგაზრდაა და გუნდს დიდ დახმარებას უწევს. არსებული სისწრაფითა და ტექნიკით ჟუნიორის მარგი ქმედების კოეფიციენტი იმატებს.“
„მბაპესთან დაკავშირებით პოზიცია არ შემიცვლია, მე უკვე ვთქვი, რომ მას მადრიდში ვხედავ.“
„რონალდუსთან და გარეთ ბეილთან ერთად ეპოქ აშევქმენი, ის ოქროს წლები ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, ახლა ახალი ისტორია უნდა დაიწეროს.“
„თითზე ოპერაცია გავიკეთე, რის გამოც თითქმის 2 თვის განმავლობაში ვერ ვეხმარებოდი გუნდს, შემდეგ ხელახალი დაზიანება მივიღე. ახლა ნამდვილად აღარ მაქვს იმის დრო, რომ ისევ ოპერაცია გავიკეთო, სწორედ ამიტომ ყველა თამაშში სახვევი მჭირდება.“
„დაცვაში არასტაბილურმა ასპარეზობამ ბევრი გოლი გაგვაშვებინა, ამიტომ ამ მიმართულებით ბევრს ვიმუშავებთ.“
- 15 სექტემბერი 2021
- 4 246
- 7