კასილასი: "პენალტის მოგერიებაში რეინა დამეხმარა"
ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯი, იკერ კასილასი, პარაგვაისთან მატჩის ერთ-ერთი გმირია."ფურია როხას" კაპიტანმა, მეორე ტაიმში სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელს თერთმეტმეტრიანი აუღო.
"როდესაც პენალტი დაინიშნა ჩემი კარის მიმართულებით, რეინამ მითხრა, რომ მეტოქე ფეხბურთელი მარცხენა კუთხეში დამირტყამდა.სწორედ პეპის წყალობით შევძელი ამ ბურთის მოგერიება."
"გერმანია ძლიერი მეტოქეა და ვგონებ, ძალიან დაძაბული მატჩი გველის წინ."
"მიუხედავად იმისა, რომ პარაგვაი დავამარცხეთ, ეს ჩვენი საუკეთესო დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა.ნიშანდობლივია, რომ ამ გამარჯვებით გუნდმა ფსიქოლოგიურ წნეხს დააღწია თავი."
- 4 ივლისი 2010
- 2 384
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.