მადრიდელებმა სანსის ხსოვნას პატივი მიაგეს
მართალია მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი, ლორენცო სანსი 1 წლის წინ ემსხვერპლა კოვიდ 19-ს, მაგრამ მას შემდეგ გუნდს ბერნაბეუზე არცერთი დაპირისპირება არ გაუმართავს...
პირველივე შეხვედრაში „ბლანკოსმა“ დიდი პატივი მიაგო ლეგენდარული პრეზიდენტის ხსოვნას, რომლის დროსაც კლუბმა არაერთი ტიტული მოიგო, როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო დონეზე.
ბერნაბეუზე ერთგვარი გამოფენა მოეწყო, რომელიც მის ეპოქაში მოგებული თასებით იყო დახუნძლული.
მინი ღონისძიებაში „ბლანკოსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა, ასევე სანსის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მიიღეს მონაწილეობა.
- 13 სექტემბერი 2021
- 422
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.