ბენზემა:,,ზიზუს ვიზიტი ემოციური იყო"
კარიმ ბენზემამ „სელტასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთი ვითამაშეთ. შეტევაში შესანიშნავ შთაბეჭდილებას ვტოვებდით და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშიც სამართლიანია. ჩვენ გვიწევდა ქომაგების ფონზე მოედანზე გასვლა, რაც თითქოს უჩვეულო, მაგრამ დიდი ბედნიერების მომტანი იყო.“
„ბევრი უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ გუნდმა გოლების გატანა ანალოგიურ ტემპში განაგრძოს, მაგრამ საკუთარი კარი მშრალად შეინახოს.“
„თავს კარგად ვგრძნობ, მთავარი მწვრთნელისგან და პრეზიდენტისგან დიდი მხარდაჭერა მაქვს. არენაზე ზიდანის გამოჩენა დიდი სტიმული და სიხარული იყო, მატჩის წინ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ბევრი უნდა გავიტანო. ვფიქრობ, ზიზუს ავანსი გავამართლე და მოწოდების სიმაღლეზე ვიდექი.“
„ვინისიუსი ფენომენალური ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელია, მასთან თამაში ძალიან მსიამოვნებს.“
- 13 სექტემბერი 2021
- 3 379
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.