„მანჩესტერს“ პოგბას იანვარში გაყიდვა სურს
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ პოლ პოგბაზე ხელი ჩაიქნია, თუმცა მის უფასოდ გაშვებას მაინც არ აპირებს, ამიტომ გეგმები შეცვალა...
„წითლები“ ფეხბურთელის გასხვისება 2022 წლის იანვარში, თუნდაც მიზერულ ფასად ეცდებიან. მანჩესტერულ მხარეს არ სურს, რომ სუპერ ვარსკვლავი უფასოდ გაუშვას.
ბრიტანელები იუწყებიან, რომ „იუნაიტედი“ პირველ რიგში „რეალს“ აცნობებს აღნიშნული გარემოების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ პერესის გეგმა პოგბას უფასოდ დამატებას ითვალისწინებდა, შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მანჩესტერული გრანდი პოლის 15 მილიონად გაყიდვასაც დათანხმდება, ვინაიდან მისი უფასოდ გაშვება უწევს.
- 12 სექტემბერი 2021
- 927
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.