„სელტასთან“ მატჩს სანჩეს მარტინესი განსჯის
ცნობილია იმ მსაჯის ვინაობა, ვინც მადრიდის „რეალისა“ და „სელტას“ დაპირისპირება მოემსახურება...
ეს ადამიანი ხოსე მარია სანჩეს მარტინესია, რომელსაც „რეალის“ მონაწილეობით არაერთი დაპირისპირება უმსაჯია.
მარტინესს ლა ლიგაში 120 დაპირისპირება აქვს ნამსაჯი, სადაც 660-ზე მეტი ყვითელი ბარათი ამოიღო, ის ფეხბურთელებს არასდროს ინდობს და სიმკაცრით გამოირჩევა.
ყველა ტურნირის მიხედვით, რომელიც ევროპალიგასაც მოიცავს, სანჩესმა 128 მატჩი იმსაჯა, სადაც ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი 697-ჯერ, ხოლო წითელი 31-ჯერ აუფრიალა.
არბიტრი თითო დაპირისპირებაში საშუალოდ 5.45 ყვითელ და 0.24 წითელ ბარათს არიგებს.
- 11 სექტემბერი 2021
- 626
- 6