ახალი ბერნაბეუ „რეალს“ ყოველწლიურად 200 მილიონამდე მოუტანს
ახალი ბერნაბეუს მულტიკომპლექსი იქნება, სადაც განთავსებული სუპერ სასტუმროები, სავაჭრო მოლები, განახლებული მუზეუმი, ჩოგბურთის, ჰოკეის, კალათბურთის მატჩების ჩატარების შესაძლებლობა და კიდევ ბევრი შესაძლებლობა მადრიდის „რეალს“ წლიურად 200 მილიონ ევრომდე მოუტანს.
ეს იმას ნიშნავს, რომ გახსნიდან 30 თვეში არენის რეკონსტრუქციისთვის დახარჯული თანხა მთლიანად „ამოღებული“ იქნება, შემდეგ კი კლუბი დიდ ფინანსურ ბენეფიტებს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ბერნაბეუს რეკონსტრუქციისთვის აღებული სესხის დაფარვა 20 წლის განმავლობაში მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალის“ ბიუჯეტი ამ თანხას ფაქტობრივად ვერ იგრძნობს.
„ბლანკოსის“ ეკონიმიკა ყოველთვის ეფექტურად პროგრესირებდა, განსაკუთრებით ფლორენტინო პერესის მმართველობის დროს, ახლა კი ახალი არენის მეშვეობით გუნდის ფინანსური შესაძლებლობები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.
შეგახსენებათ, ახალი არენის პრეზენტაცია 2022 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
- 11 სექტემბერი 2021
- 1 313
- 14
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.