ისკო „სელტასთანაც“ სასტარტოში განიხილება
ფაქტია, რომ ისკო ალარკონი კარლო ანჩელოტის ეპოქაში გაცილებით მეტ სათამაშო დროს იღებს და მიიღებს, ვიდრე ზიდანის მწვრთნელობის დროს...
ლა ლიგის 3 ტურის თავზე, ესპანელი ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 125 წუთზე მეტია. ასევე აღსანიშნავია, რომ მოთამაშე ლა ლიგის მე-4 ტურშიც სასტარტო შემადგენლობაში განიხილება. ეს იქნება ზედიზედ მესამე სასტარო, რაც ზიდანის მმართველობის პერიოდში საერთოდ არ დაფიქსირებულა.
ალარკონს ერთგვარი შანსი აქვს, რომელიც აშკარად ბოლო იქნება. თუ ის გაიბრწყინებს, ახალ კონტრაქზე საუბარიც დაიწყება, სხვა შემთხვევაში კი, მისი გუნდიდან აბარგება გარდაუვალი იქნება, ვინაიდან კონტრაქტის დასრულებამდე 10 თვეა დარჩენილი.
- 11 სექტემბერი 2021
- 551
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.