ლუკა მოდრიჩი მანჩესტერ „სიტიში“?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, პეპ გუარდიოლას ლუკა მოდრიჩის მომავლით ინტერესდება და სურს, რომ მომდევნო ზაფხულს ნახევარმცველმა მადრიდი დატოვოს და კარიერა „სიტიში“ გააგრძელოს...
მანჩესტერული მხარე მოდრიჩს მისაღებ პირობებს შესთავაზებს, თუმცა მომდევნო თვეებში „რეალთან“ მოლაპარაკებებს დააკვირდება.
გუარდიოლა ლუკიტას 1 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, თუმცა გახანგრძლივების პერსპექტივაც იარსებებს. გარდა ამისა, „სიტის“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველს „ნიუ იორკ სიტიში“ გადასვლასაც შესთაზებს, რომელსაც ასევე მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა ჰყავს სათავეში.
Defensacentral-ის ცნობით, მოდრიჩი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება პრემიერლიგაში, თუ „რეალი“ ახალ კონტრაქტზე უარს ეტყვის, სხვა შემთხვევაში ოქროს ბურთის 2018 წლის გამარჯვებული მადრიდიდან წასვლას არ განიხილავს და ახალ ბერნაბეუზე თამაშზე ოცნებობს.
- 11 სექტემბერი 2021
- 1 150
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.