ბერნაბეუზე ლორენცო სანსს გაიხსენებენ
2020 წლის 21 მარტს, კორონავირუსს მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი, ლორენცო სანსი ემსხვერპლა...
სამწუხაროდ, მას შემდეგ „რეალს“ სანტიაგო ბერნაბეუზე არ უთამაშია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი დაივიწყეს.
„სელტასთან“ მატჩის წინ ბერნაბეუზე ლორენცოს გაიხსენებენ.
აღსანიშნავია, რომ სანსის მმართველობის პერიოდში მადრიდულ გრანდმა 7 ტიტული მოიგო, მათ შორის იყო ჩემპიონთა ლიგის 2 თასი.
გარდა ლორენცო სანსისა, ბერნაბეუზე გაიხსენებენ ყველა იმ ლეგენდას, რომელიც არსებულ პანდემიას ამ ხნის განმავლობაში ემსხვერპლა.
- 11 სექტემბერი 2021
- 343
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.