მბაპეს კონტრაქტი - 6 წელი, 120 მილიონი და 1 მილიარდიანი გამოსასყიდი თანხა!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ და კილიან მბაპეს კონტრაქტის დეტალები გასაჯაროვდა.
ფლორენტინო პერესი ფრანგ ვარსკვლავს 6 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის ჯამური ღირებულება 120 მილიონიე ევრო იქნება. 
გარდა ამისა, მბაპე სატრანსფერო ბონუსის სახით ერთჯერადად 30 მილიონს მიიღებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდი ევრო იქნება, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მისი ყიდვა არავის შეეძლება. 
 ესპანური გამოცემების ცნობით, ლოტინი ამ ხელშეკრულებას ხელს 2022 წლის იანვარში მოაწერს.
- 10 სექტემბერი 2021
 - 11 801
 - 11
 

          
