ზიდანი:„კამავინგას კომენტარი ჩემთვის მოულოდნელი იყო“
ზინედინ ზიდანმა ედუარდო კამავინგას სამეფო კლუბში წარმატებები უსურვა და ამასთანავე განაცხადა, რომ მისი კომენტარი პირველი პრესკონფერენციის დროს საკვირველი იყო...
„ედუარდოს დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ ის საფრანგეთის ნაკრების მომავალია. მადრიდის „რეალში“ ტრანსფერით ახალგაზრდა ფეხბურთელმა დიდი ნაბიჯი გადადგა წინ.“
„სიმართლე გითხრათ, პრესკონფერენციაზე გაკეთებულმა კომენტარმა გამაკვირვა. ედუარდოს თქმით, ჩემი მთავარი მწვრთნელობის პერიოდში, კომუნიკაცია არ არსებობდა, ამ გამოსვლას ვერ დავეთანხმები. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც ფლორენტინო პერესს პირველმა ვუთხარი ედურდოს შესახებ და მას დიდი მომავალი ვუწინასწარმეტყველე.“
- 9 სექტემბერი 2021
- 4 630
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.