ახალი ჰოლანდი „რეალის“ რადარზე

მადრიდის „რეალის“ რადარზე უნიჭიერესი და პერსპექტივით სავსე ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელიც უკვე მოექცა „ლივერპულის“, „ბარსელონას“ და მიუნხენის „ბაიერნის“ რადარზე...

საქმე ეხება კარიმ ადეიემს, რომელიც 19 წლის არის და საკმაოდ დიდ პერსპექტივას ფლობს. გერმანიის მოქალაქე ფორვარდი „ზალცბურგის“ ღირსებას იცავს და ნამდვილ გოლეადორად ითვლება.

ადეიემის ანგარიშზე 9 ჩატარებულ დაპირისპირებაში 7 გატანილი გოლია. ის ყველა მატჩში აქტიურია და არნახულ პროგრესს აჩვენებს.

„რეალს“ სურს, რომ ახალგაზრდა მოთამაშესთან თანამშრომლობა რაც შეიძლება დროულად დაიწყოს, ვინაიდან მასზე სხვა კლუბებიც აცხადებენ პრეტენზიას.

„ბილდის“ ინფორმაციით, ფლორენტინო პერესის დავალებით ამ ფეხბურთელის ირგვლივ სპეციალური შტაბია შექმნილი, რომელიც ტრანსფერის დასრულებას იანვარში შეეცდება.

  • Hala
  • 8 სექტემბერი 2021
  • 3 998
  • 4

1

8 სექტემბერი 2021 21:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ძაან მაგარი ბიჭია

2

8 სექტემბერი 2021 22:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გადმოიყვანეთ მერე, იოვიჩები და მძორები რომ მოყავთ, ნიჭიერი ტექნიკური ახალგაზრდები მოიყვანონ.
რატომღაც მგონია რომ აზარი ჰალანდი მბაპე ერთმანეთს ვერ შეეწყობიან, ძაან ზედმეტია.
ბენზი აზარი (ვინი) მბაპე იქნება

3

9 სექტემბერი 2021 00:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 809
თუ იაფად ითრევს მოვიდეს - მივესალმები

4

9 სექტემბერი 2021 13:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 968
აჰა ესეგი ჰოლანდს არ იყიდის ბაბუ პერესი.ბარსაში მაინც არ წავიდეს.
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (177)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)