"ჩვენ რომაელთა შემოთავაზებას კიდევ ორი-სამი დღე დაველოდებით"
უკვე დროა რომაელებმა იაქტიურონ ...
ალავარო ნეგრედომ შეწყვიტა ყველანაირი მოლაპარაკებები ინგლისურ და რუსულ კლუბებთან და "რომას" გადაწყვეტილებას ელოდება.
როგორც ცნობილია ნეგრედოთი დაინტერესებულია "ჰალ სიტი", "ბლექბერნ როვერსი" და "ზენიტი". კანტერელის ფასი 18 მილიონი ევროა.
თავად ნეგრედოს სურვილი კი "რომაში" თამაშია. მართლაც "ჯალოროსო" წელს ძალიან პასიურია, ნეგრედოს აგენტმა კი განაცხადა, რომ ჩემი კლიენტი დიდხანს ლოდინს არ აპირებსო.
"ჩვენ რომაელთა შემოთავაზებას კიდევ ორი-სამი დღე დაველოდებით"-განაცხადა კამანომ.
"რომაელთა სპორტული დირექტორი დანიელ პრადე იმედოვნებს, რომ თავად ნეგრედო მათ გუნდს აირჩევს, მისთვის ხო დიდი პატივი იქნება ასეთ შესანიშნავ კლუბში თამაში."
"ნეგრედოს ამჟამინდელი კლუბი "რეალი" მზადაა ფეხბურთელი გაყიდოს. უკვე დროა რომაელებმა იაქტიურონ და დაიწყონ მადრიდელებთან მოლაპარაკებები"-განაცხადა კამანომ.
"რომამ" წელს 23 მილიონი მიიღო ალბერტო აკვილანის "ლივერპულში" გადასვლით, აგრეთვე აპირებენ ბაპტიშტა 10 მილიონად მიყიდონ "მანჩესტერ სიტის" ამავე ფასში აპირებენ მენესის "მარსელში" გაშვებას.
- 13 აგვისტო 2009
- 2 930
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.