AS - ჰოლანდის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში „რეალი“ ლევანდოვსკიზე გადაერთვება
„ას“-ის ინფორმაციით, ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით სიტუაციები ძალიან რთულდება, რასაც ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლაც უწყობს ხელს...
მოთამაშისთვის ბრძოლას კატალონიის „ბარსელონა“ ფაქტობრივად ჩამოშორებულია, ვინაიდან ფინანსური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე მყოფმა კლუბებმა სერიოზული ბრძოლა დაიწყეს.
„რეალის“ უმთავრესი კონკურენტები „პსჟ“ და მანჩესტერ „იუნაიტედი“ იქნებიან. თუ პერესი იანვარში მბაპესთან წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს, პარიზული მხარე ყველაფერს გააკეთებს ჰოლანდის მოსახიბლად და „პსჟ“-ში გადასაყვანად.
ამასთანავე, ბრძოლაში ჩართულია მანჩესტერ „იუნაიტედი“, რომელმაც ამ ზაფხულს ვარანის, სანჩოსა და რონალდუს დამატებით დიდი მუხტი და რესურსი მიიღო.
მადრიდში ერლინგის აგენტის ძალიან ეშინიათ, ვინაიდან რაიოლას „ფული უყვარს“, საუკეთესო შეთავაზება კი ყველა ვარიანტში „პსჟ“-ს მხრიდან იქნება, რომელიც გაითვალისწინებს, როგორც ერთჯერად საბონუსე სისტემას, ასევე დიდ ფულად პრემიას მინოსთვის.
ფლორენტინო პერესმა აქედან გამომდინარე სხვა გეგმაც შეიმუშავა. თუ ჰოლანდის ტრანსფერი ჩაიშლება, „ბლანკოსი“ რობერტ ლევანდოვსკის 2 წლიანი კონტრაქტისთვის იბრძოლებს. 2022-ში პოლონელ ფეხბურთელს „ბაიერნთან“ ხელშეკრულებით 1 წელი დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშის დამატება გონივრულ ფასად იქნება შესაძლებელი.
პერესი რობერტისთვის ჯერ კიდევ მაშინ იბრძოდა, როცა ის „დორტმუნდში“ თამაშობდა, თუმცა შეთანხმება ვერასდროს შედგა, ახლა კი არ არის გამორიცხული, რომ გამოცდილი „9“-იანი მაინც აღმოჩნდეს „ბლანკოსის“ რადარზე, თუმცა ეს ჰოლანდის ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული.
- 7 სექტემბერი 2021
- 1 518
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.