ასენსიომ „მილანი“ და „ტოტენჰემი“ უარით გაისტუმრა
აწ უკვე დახურული სატრანსფერო ფანჯრის დროს, მარკო ასენსიოს „მილანის“ და „ტოტენჰემის“ მხრიდან სერიოზული შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ ესპანელმა ფეხბურთელმა ორივე წინადადება დაბლოკა.
მარკოს კონკურენციის არ ეშინია და სჯერა, რომ კარლო ანჩელოტის ნდობას მოიპოვებს. ამ სეზონში ესპანელთან დაკავშირებით ბევრი რამ გაირკვევა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ანჩელოტიმ მარკოს პოზიცია შეუცვალა და ნახევარდაცვის ცენტრში, მეტწილად კი გამთამაშებლად განიხილავს. ამ პოზიციაზე ასენსიო მაშინ თამაშობდა, როდესაც „რეალში“ მოხვდა, თუმცა ზინედინ ზიდანმა ის ფლანგზე გადაიყვანა და გარემარბად აქცია.
ესპანელი მზად არის ბრძოლისთვის და აცნობიერებს, რომ ეს მარტივი არ იქნება, თუმცა გამოწვევა მიღებულია.
- 7 სექტემბერი 2021
- 730
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.