ანჩელოტის დავალება - მინიმუმ 95 გოლი ლა ლიგის სეზონში
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტის ლა ლიგაში გარკვეული მიზანი აქვს და ფეხბურთელებმა დავალება მიიღეს კიდეც.
იტალიელი სპეციალისტი წარმატების გასაღებს გოლების რაოდენობაში ხედავს. ანჩელოტის დავალება ლა ლიგის სეზონის ბოლოს მინიმუმ 95 გოლი უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ 38 მატჩში გუნდმა საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები უნდა აჩვენოს.
38 დაპირისპირება 95 გოლის გატანა თითო მატჩში საშუალოდ 2.5 გოლს უტოლდება, რაც იტალიელის აზრით სავსებით შესაძლებელია. თუ „ბლანკოსი“ ამოცანას თავს გაართმევს, ჩემპიონობასაც შეძლებს.
ამ ეტაპზე კარლიტოს მაჩვენებელი 3 დაპირისპირებაში 8 გატანილი გოლია, რაც თითო მატჩში თითქმის 3 გოლს უდრის.
მიუხედავად შარშანდელი პრობლემებისა, რომელიც გუნდის შედეგიანობას ითვალისწინებდა, ანჩელოტი არ თვლის, რომ „ბლანკოსს“ გოლების გატანა უნდა უჭირდეს.
შარშანდელი შედეგი თითო მატჩში საშუალოდ 1.7 გოლი იყო, კარლოს კი აქვს ამბიცია, რომ სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.
- 7 სექტემბერი 2021
- 2 739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.