კროოსი მწვანე მინდორს დაუბრუნდა
კარლო ანჩელოტის სასიხარულო ინფორმაცია ამცნეს. გუნდის უდავო ლიდერი და საჭირო ფიგურა, ტონი კროოსი ვარჯიშს უბრუნდება.
დღეს გერმანელი მოთამაშე საწვრთნელ ბაზაზე მხოლოდ ტრენაჟორებზე ვარჯიშით არ დაკავებულა და მინდორზეც ივარჯიშა.
რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ ტონიმ ბურთთან ერთად შეასრულა კონკრეტული დავალებები, თუმცა გუნდის კოლექტიურ დავალებებში მონაწილეობა არ მიუღია.
ტონის მდგომაროება მუდმივად უმჯობესდება. ექიმების ვარაუდით, სრული დატვირთვის მიღებას გერმანელი ვარსკვლავი 10-12 დღეში შეძლებს.
- 7 სექტემბერი 2021
- 2 164
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.