ვალდანო:„ფლორენტინო პერესს მიზანმიმართულად ებრძვიან“
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ ფლორენტინო პერესსა და კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლაზე ისაუბრა.
„ფლორენტინო პერესს მიზანმიმართულად ებრძვიან. მე მოვისმინე აბსოლუტურად ყველა აუდიო ჩანაწერი, რომელიც „რეალის“ პრეზიდენტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.“
„რა თქმა უნდა, პერესი ბევრისთვის მიუღებელი პერსონაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წელია ის, საკუთარ საქმეს უნაკლოდ აკეთებს.“
„კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი? ეს ადრე თუ გვიან მოხდება. „პსჟ“-ს არანაირი ბერკეტი აღარ რჩება. ერთადერთი რამ, რითიც პარიზელებს სარგებლობა შეეძლებათ, ახალი ხელშეკრულება ექნებათ, სხვა შემთხვევაში ყველაფერს მოთამაშე გადაწყვეტს.“
- 7 სექტემბერი 2021
- 801
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.