ახალ ბერნაბეუზე უძლიერესი „რეალი“ ითამაშებს
„მარკა“ გვამცნობს, რომ მადრიდის „რეალი“ ახალ ბერნაბეუზე უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს და ფლორენტინო პერესი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოლექტივის შეკვრას გეგმავს...
„ბლანკოსს“ ძალიან ამბიციური გეგმები აქვს და სურს, რომ ახალ არენაზე ნამდვილი სპექტაკლები დადგას, ამისთვის კი შემადგენლობის მნიშვნელოვანი განახლებაა საჭირო.
დავიდ ალაბა ედუარდო კამავინგა უკვე მადრიდელებინ არიან, მის გარდა კი „რეალში“ ერლინგ ჰოლანდს, კილიან მბაპეს, პოლ პოგბას, ჯულს კუნდეს და სხვა ვარსკვლავებს ელიან.
„მარკა“ დარწმუნებით იუწყება, რომ 2022 წელს მადრიდის „რეალი“ 2009 წლის სცენარის განვითარებას აპირებს, როდესაც ფლორენტინო პერესმა გუნდში ნამდვილი ვარსკვლავთვცვენა მოაწყო. ერთ ზაფხულს „მერენგების“ მაისური მოირგეს ჩაბი ალონსომ, ბენზემამ, კაკამ და კრიშტიანო რონალდუმ, რაც ნამდვილი გარღვევა გახლდათ.
„რეალი“ სუპერგეგმის ამოქმედებას იანვრიდან დაიწყებს, მანამდე კი წინასატრანსფერო სამზადისი ექნება. ფლორენტინო პერესს შესაბამისი დავალებები უკვე გაცემული აქვს.
- 6 სექტემბერი 2021
- 4 108
- 10