მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში აღარ მიემგზავრება
ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებს არცერთ დაპირისპირებაში აღარ დაეხმარება. მადრიდის „რეალისა“ და ხორვატების სამედიცინო შტაბის კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ლუკიტა ეროვნულ ნაკრებს სლოვენიის ნაკრებთანაც არ დაეხმარება და სამეფო კლუბში დარჩება...
იმისათვის, რომ ოქროს ბურთის 2018 წლის გამარჯვებულმა რეაბილიტაცია ყოველგვარი გართულების გარეშე დაასრულოს, სლოვენიასთან თამაშში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
ეს არის მადრიდული მხარის რეკომენდაცია, რომელიც ხორვატიულმა მხარემ გაითვალისწინა.
ლუკა ესპანეთის დედაქალაქში რჩება და ლა ლიგის მე-4 ტურისთვის ემზადება. ნახევარმცველი „სელტასთან“ მატჩისთვის სრულფასოვნად იქნება მზად.
- 5 სექტემბერი 2021
- 972
- 6