ედუარდო კამავინგას წონის მომატება მოუწევს
მადრიდის „რეალის“ ფიზ.მომზადების მწვრთნელი ედუარდო კამავინგას წონით უკმაყოფილია და ფეხბურთელის კუნთის მასის ზრდაზე დაიწყებს მუშაობას...
ფრანგი ნახევარმცველის სიმაღლე 182 სანტიმეტრია, წონა კი 68 კილოგრამს შეადგენს. სამწვრთნელო შტაბში უკვე მუშაობენ იმ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, კამავინგა 4-იდან 6 კილოგრამამდე მოიმატებს და კუნთის მასას მნიშვნელოვნად გაზრდის.
მადრიდში სურთ, რომ ედუარდოს პოტენციური ტრავმების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს, ამისთვის კი ფეხბურთელის წონის მატება ფაქტობრივად გარდაუვალია.
ამასთანავე გასათვალისწინებელია ასაკის, ის მხოლოდ 18 წლის არის და დროის გასვლასთან ერთად წონაში ყველა ვარიანტში მოიმატებს, თუმცა ფიზ.მომზადების სპეციალისტს მოვლენების დაჩქარება და ფეხბურთელის კუნთის მასის მნიშვნელოვანი ზრდა სურს.
- 5 სექტემბერი 2021
- 8 350
- 2