ბენზემა:„მე და მბაპე მალე „რეალში“ ერთად ვითამაშებთ“
კარიმ ბენზემამ უკრაინის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ამდენწლიანი პაუზის შემდეგ ჯერ ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნება, ხოლო შემდეგ მსოფლიო ჩემპინატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეროვნული გუნდის დახმარება ჩემთვის დიდი პატივია.“
„საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობას იქამდე ვაპირებ, სანამ ფიზიკური თვალსაზრისით ამის პრობლემა არ მექნება.“
„მბაპე? მჯერა, რომ მისი მადრიდში გადმოსვლის დრო მალე დადგება. ჩვენ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე „რეალის“ ფეხბურთელების რანგში გავემგზავრებით.“
„მომდევნო თამაში ემოციური იქნება, ვინაიდან მშობილიურ „ლიონს“ ვუბრუნდებით. ამდენი ფრე არადამაკმაყოფილებელია, ჩვენ მომდევნო დაპირისპირებას აუცილებლად მოვიგებთ.“
- 5 სექტემბერი 2021
- 2 634
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.