მანჩესტერი „რეალს“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ომს გამოუცხადებს
მანჩესტერ „იუნაიტედი“ იქნება ერთ-ერთი მოწინავე კლუბი, რომელიც ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერისთვის ყველაფერს გააკეთებს და ფლორენტინო პერესს სატრანსფერო ომს გამოუცხადებს...
კრიშტიანო რონალდუს ინგლისში დაბრუნებამ მანჩესტერულ მხარეს უფრო მეტი ამბიციის ქონის საშუალება მისცა. ფაქტია, რომ გუნდს უკვე სერიოზული მიზნები აქვს.
ამ ზაფხულს ჟეიდონ სანჩოს, რაფაელ ვარანისა და კრიშტიანო რონალდუს დამატებამ, ოლე გუნარ სულშერის გუნდს მინიმუმ პრემიერლიგის მოგებისთვის ბრძოლისკენ უბიძგა.
2022 წლის ზაფხულში „წითლები“ ერლინგ ჰოლანდთან და მის აგენტთან მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავენ. ინგლისურ მხარეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მინო რაიოლასთან, რომელმაც პრემიერლიგაში არაერთი ფეხბურთელი გადაიყვანა, მათ შორის მის სახელს უკავშირდება პოლ პოგბას მანჩესტერულ გრანდში დაბრუნებაც.
მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ მშვიდად არის და სჯერა, რომ ჰოლანდის ოცნება მადრიდში თამაშია, ზაფხულში მაინც დიდი ბრძოლა შედგება და მანჩესტეურული მხარე „ბლანკოსს“ კონკურენციას გაუწევს.
- 5 სექტემბერი 2021
- 709
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.