ანჩელოტიმ ფეხბურთელებს 2 დღიანი დასვენების საშუალება მისცა
კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დღეს და ხვალ არ ივარჯიშებენ...
სამეფო კლუბი ლა ლიგის მე-4 ტურისთვის მზადებას ორშაბათს განაახლებს. მოგეხსენებათ, 12 სექტემბერს „მერენგების“ მეტოქე „სელტა“ იქნება, დაპირისპირება კი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.
ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში ეტაპობრივად დაბრუნდებიან ნაკრებში წასული ფეხბურთელები, ყველაზე გვიან კი „რეალს“ სამხრეთ-ამერიკელი მოთამაშეები დაუბრუნდიან, ვინაიდან ისინი სანაკრებო მატჩებს ყველაზე გვიან მართავენ.
- 4 სექტემბერი 2021
- 487
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.