პერესი „ახალ გალაქტიკოში“ 6 სუპერ ვარსკვლავის დამატებას გეგმავს
ფლორენტინო პერესს დიდი გეგმები აქვს. ახალ ბერნაბეუს ახალი გალაქტიკო უნდა შეხვდეს. „რეალის“ ამ სეზონის და მომდევნო სეზონის რესურსი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ფლორენტინო მუშაობას აქედანვე იწყებს და სურს, რომ მომდევნო ზაფხული საინტერესო მოვლენებით იყოს დახუნძლული...
3 მთავარი მიზანი კილიან მბაპეს, ერლინგ ჰოლანდისა და პოლ პოგბას გამადრიდელება იქნება, თანაც აქ საქმე შედარებით მარტივდება და „ბლანკოსს“ ფინანსური რესურსის გაღება მხოლოდ ნორვეგიელი ფეხბურთელისტვის მოუწოდებს, ფრანგული დუეტისთვის კი თანხები სატრანსფერო ბონუსისთვის და აგენტებისთვის იქნება ათვისებული.
გარდა აღნიშნული ვარსკვლავებისა, ფლორენტინო პერესი აპირებს, რომ დაცვის ხაზის სერიოზული გაძლიერება მოახდინოს, ვინაიდან ამ ეტაპზე „ბლანკოსის“ მთავარი პრობლემა სწორედ დაცვაა.
ჯულს კუნდე, პაუ ტორესი, მატის დე ლიხტი - „მერენგების“ რიგებში სამივე კანდიდატს განიხილავენ და არ არის გამორიცხული, არამხოლოდ ერთი, არამედ ორი მათგანი დაიმატონ.
სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის წასვლის შემდეგ „ბლანკოსის“ უკანა ხაზი ძალიან შესუსტებულია.
და ბოლოს, ლეონ გორეტსკა, რომელსაც ასევე ეწურება „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი და გერმანიის ბუნდესლიგის დატოვება სურს. პერესი გერმანელზე მუშაობას უკვე იწყებს.
- 4 სექტემბერი 2021
- 3 119
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.