„რეალმა“ „ბაიერნის“ ვარსკვლავის დამატება გადაწყვიტა!

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ უკვე ამზადებს იმ წინადადებას, რომლითაც 2022 წლის იანვარში მიუნხენის „ბაიენრის“ ვარსკვლავს, ლეონ გორეტსკას მიმართავს...

მას შემდეგ, რაც გორეტსკამ „რეკორდმაისტერს“ უარი კიდევ ერთხელ უთხრა და ახალ კონტრაქტზე საუბარი დასრულდა, „რეალი“ განსაკუთრებულ აქტიურობას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, იანვარში ფლორენტინო პერესის წარმომადგენლობა მოთამაშის აგენტს, იორგ ნოიბაუერს შეხვდება და ტრანსფერის დეტალებს გააცნობს.

„ბლანკოსი“ მზად არის, გორეტსკას წლიურად 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, ეს სწორედ ის თანხაა, რასაც გერმანელი ნახევარმცველი „ბაიერნს“ სთხოვდა, თუმცა უარი მიიღო.

გარდა ამისა, უფასოდ გადმოსვლის შემთხვევაში, ლეონი ერთჯერად სატრანსფერო ბონუსს მიიღებს 17 მილიონის სახით, რაც ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაციაა.

მადრიდში თვლიან, რომ გორეტსკაზე იანვრიდან ნამდვილი ნადირობა გამოცხადდება, ვინაიდან მისი უფასოდ დამატება ყველა კლუბს სურს, ამიტომ „რეალმა“ ყველას უნდა დაასწროს და ფეხბურთელთან შეთანხმება მაშინვე გააფორმოს, როგორც კი მოთამაშეს ამის სამართლებრივი საფუძველი ექნება.

  • Hala
  • 4 სექტემბერი 2021
  • 4 572
  • 2

1

4 სექტემბერი 2021 11:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 265
"„რეალმა“ „ბაიერნის“ ვარსკვლავის დამატება გადაწყვიტა!"
"პერესი „ახალ გალაქტიკოში“ 6 სუპერ ვარსკვლავის დამატებას გეგმავს"

აი არ გიტყდებათ, რომ მარტო ფეხბურთელების ყიდვაზე ანუ ვარსკვლავების შეძენაზე ლაპარაკობთ სულ? ერთი ახალგაზრდა მაინც აღზარდეთ და მერე იამაყეთ რეალის მიღწევებით, ასე გაუთავებლად შეიძლება სხვებისთვის ფეხბურთელების წართმევა და ამით ტრაბახი? თუ ყველა პსჟ-სავით უნდა მოგექცეთ აუცილებლად?

2

4 სექტემბერი 2021 15:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 778
ციტატა: nika 54
"„რეალმა“ „ბაიერნის“ ვარსკვლავის დამატება გადაწყვიტა!"
"პერესი „ახალ გალაქტიკოში“ 6 სუპერ ვარსკვლავის დამატებას გეგმავს"

აი არ გიტყდებათ, რომ მარტო ფეხბურთელების ყიდვაზე ანუ ვარსკვლავების შეძენაზე ლაპარაკობთ სულ? ერთი ახალგაზრდა მაინც აღზარდეთ და მერე იამაყეთ რეალის მიღწევებით, ასე გაუთავებლად შეიძლება სხვებისთვის ფეხბურთელების წართმევა და ამით ტრაბახი? თუ ყველა პსჟ-სავით უნდა მოგექცეთ აუცილებლად?

ხო მოგვექცეს და მერე უფასოდ წამოვიყვანთ სუპერსტარებს დდ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)