ტრიო, რომელიც 2022 წელს „რეალში“ ითამაშებს
პოლ პოგბა და კილიან მბაპე მადრიდის „რეალთან“ ახლოს არიან. 10 თვეში ორივე მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსს მოირგებს, ფლორენტინო პერესს კი მათი დამატება უფასოდ შეეძლება...
ფრანგული გამოცემების ცნობით, პოგბამ და მბაპემ საფრანგეთის ნაკრების გასახდელში ბენზემას უთხრეს, რომ 2022 წელს მათი ტრიო შედგება.
როგორც პოლი, ასევე კილიანი საკუთარ კლუბებთან არანაირ ახალ კონტრაქტს არ აფორმებენ და ყველა წინადადება დაბლოკი აქვთ.
„ფრანგული ტრიო“ ანჩელოტის გუნდისთვის ნამდვილად დიდებული უნდა გამოდგეს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ ფეხბურთელების უფასოდ მოსვლის შემთხვევაში, ფლორენტინო პერესს დამატებითი რესურსის მოსაზიდად თანხა კიდევ ექნება.
- 3 სექტემბერი 2021
- 8 049
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.