„რეალი“ მომდევნო თვეებში მბაპესთან კონტაქტს არ გაწყვეტს
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას მაინც აქვს იმის შიში, რომ „პსჟ“-ს მხრიდან ზეწოლა გაძლიერდება, ამიტომ კილიან მბაპესთან კონტაქტს არ წყვეტს...
მომდევნო 4 თვის განმავლობაში „მერენგების“ ხელმძღვანელობას კილიანთან და მის გარემოცვასთან ინტენსიური კომუნიკაცია ექნება, იანვრის თვეში კი მხარეები პრე-კონტრაქტზე შეთანხმდებიან.
2022 წლის პირველი იანვრიდან ლოტინი ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ეჭვი არავის ეპარება, რომ „ბლანკოსს“ ყველა დეტალზე შეუთანხმდება.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მბაპეს წარმომადგენლებს უკვე ნანახი და შესწავლილი აქვთ ის ხელშეკრულება, რომელიც ფეხბურთელს ამ ზაფხულს უნდა გაეფორმებინა „ბლანკოსთან“, აქედან გამომდინარე ამ მხრივ პრობლემები არ იქნება.
- 3 სექტემბერი 2021
- 658
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.