დი მარია:„რონალდუ, იკერი და რამოსი ჩემს „რეალში“ დარჩენას ცდილობდნენ“
ანხელ დი მარიამ მადრიდის „რეალიდან“ წასვლის დრო გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილება იყო...
„ჩემი „რეალში“ დარჩენა იკერს, კრიშტიანოს და რამოსს სურდათ და მხარს მიჭერდნენ, ისინი ავტორიტეტს იყენებდნენ და პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, რომ დავრჩენილიყავი, თუმცა რთულია იმ ადამიანთან ბრძოლა, ვინც „რეალს“ მართავს.“
„რაც მოხდა, მოხდა. მე ყოველთვის მადლიერი და ბედნიერი ვიქნები იმ წლების გამო, რომელიც „ბლანკოსში“ გავატარე და „ლა დესიმაც“ მოვიგე.“
„მოურინიო ფენომენალური მწვრთნელი იყო, მან „რეალი“ სხვა სიმაღლეზე აიყვანა, მისი ხედვები, ფრაზები, ქცევა ნამდვილად თვალსაჩინო გახლდათ.“
„მადრიდში საუკეთესო მატჩი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართული ფინალი იყო.“
- 2 სექტემბერი 2021
- 3 734
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.