რონსერო:„„რეალი“ 2022 წელს „ახალ გალაქტიკოს“ შექმნის, წინ დიდი წარმატებაა“
ტომას რონსეროს განცხადებით, მადრიდის „რეალი“ მომდევნო ზაფხულს „ახალ გალაქტიკოს“ შექმნის და კლუბის რესურსი მნიშვნელოვნად გაღრმავდება...
„„პსჟ“-ს მბაპეს გაყიდვა არ სურდა. როგორც სჩანს, ეს იყო პრინციპული პოზიცია. როდესაც ტრანსფერისთვის 200 მილიონი ევროც არ არის საკმარისი, ესეიგი საქმე სხვა რამეშია.“
„დარწმუნებული ვარ, პარიზელები 300 მილიონიან წინადადებაზეც უარს იტყოდნენ. მათ აჩვენეს, რომ თანხა გადამწყვეტი არ იყო.“
„ერთის მხრივ, პერესმა მბაპეს დაუმტკიცა, რომ ის ყველაფერს ცდილობდა ტრანსფერისთვის, მეორეს მხრივ, კი 2022 წლის ზაფხულში „ბლანკოსში“ ბევრ ახალ ფეხბურთელს ვიხილავთ.“
„მბაპეს დონის ფეხბურთელის უფასოდ დამატება, კლუბს საშუალებას მისცემს, რომ კიდევ რამდენიმე ტოპ ვარსკვლავი დაიმატოს. ფლორენტინო პერესის რეზერვში 200 მილიონ ევროზე მეტია. ეს იცით რას ნიშნავს? იმას, რომ არაერთ ტრანსფერს ვიხილავთ.“
„2022 წელს კილიანის, ჰოლანდის, მინიმუმ 1 ტოპ კლასის მცველისა და ნახევარმცველის დამატების მოწმეები გავხდებით.“
- 2 სექტემბერი 2021
- 2 612
- 33