რომანო:„მბაპე „რეალში“ შესაძლოა იანვარში გადავიდეს“
ფაბრიციო რომანოს თქმით, კილიან მბაპე „პსჟ“-ს ზეწოლისქვეშაა და ფრანგი ყველაფერს აკეთებს „შეტევების მოსაგერიებლად“...
„წინ ყველაზე რთული რამ არის, რასაც ლოდინი ჰქვია, მაგრამ მერწმუნეთ, რომ მბაპე „რეალში“ შესაძლოა იანვარში აღმოჩნდეს. რატომ? იმიტომ, რომ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა მის სანაცვლოდ გარკვეული თანხის მიღებას შეეცდება.“
„რეკორდულ 200 მილიონზე საუბარი უკვე ზედმეტია. თუ შეთანხმება იანვარში შედგება, სატრანსფერო ფასის სახით გაცილებით ნაკლებ ციფრს ვიხილავთ.“
„„პსჟ“-მ კილიანი იმიტომ არ გაუშვა, რომ მაგიური ტრიოს ხილვა სურდა ნეიმარის, მბაპესა და მესის სახით.“
„„რეალი“ ყველაფრის მოწესრიგებას იანვრიდან ეცდება. მბაპე პოზიციას არ იცვლის, რაც „რეალს“ იმედს აძლევს. 2022 წელს სამეფო კლუბში დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.“
- 2 სექტემბერი 2021
- 1 599
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.