„რეალის“ 8 ფეხბურთელი 30 წლის და მეტისაა
აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალში“ საკმაოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაგროვდა, რომელთა ასაკი 30 წელი და მეტია. ფლორენტინო პერესი ამ მიმართულებით უკვე სერიოზულად მუშაობს და გუნდში თაობათა ცვლის პროცესს იწყებს.
ნაჩო ფერნანდესი, მარსელო ვიეირა, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ლუკას ვასკესი, ედენ აზარი, გარეთ ბეილი და კარიმ ბენზემა - ეს სწორედ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც 30 წლის ან მეტის არიან.
დაგვეთანხმებით, კლუბის მამოძრავებელ ძალას სწორედ აღნიშნული ფეხბურთელები წარმოადგენენ, აქედან გამომდინარე, მადრიდში ხვდებიან, რომ ისინი ეტაპობრივა დაემშვიდობებიან გუნდს და ჩანაცვლება გარდაუვალია.
ამ ფეხბურთელებს ემატებიან ისკო ალარკონი და კაზემირო, რომლებიც მალე მიუახლოვდებიან 30 წელს.
გამოდის, რომ გუნდის 1/3 ფეხბურთისთვის „ახალგაზრდულ“ ასაკში არ იმყოფება.
- 2 სექტემბერი 2021
- 988
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.