კამავინგას ტრანსფერმა „რეალის“ ფეხბურთელების საშუალო ასაკი შეამცირა
სანამ ედუარდო კამავინგა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდებოდა, გუნდის საშუალო ასაკი 28,6 გახლდათ, რაც დაბალი მაჩვენებელი არ არის. იყო დრო, როდესაც სამეფო კლუბის ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 24,8 გახლდათ.
ედუარდოს ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ კლუბის საშუალო ასაკმა 27,1-ზე დაიწია. კამავინგას შეძენით გუნდმა ნახევარდაცვის რესურსი არნახულად გაზარდა.
გარდა ამისა, ნაკლებ დატვირთვას მიიღებს ლუკა მოდრიჩიც, რომელიც 9 სექტემბერს 36 წლის ხდება და მისი რეგულარული თამაში რისკებთან არის დაკავშირებული.
ანჩელოტი მოდრიჩს მეტწილად მნიშვნელოვან თამაშებში დატვირთავს და ამით რესურსის თანაბრად გადანაწილებას შეეცდება.
ამ ეტაპზე „რეალის“ ნახევარდაცვაში ძალიან გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზია. მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო და ისკო ყველაზე გამოცდილები არიან, თუმცა მათთან ერთად იმყოფებიან ახალგაზრდა ფედერიკო ვალვერდე, ანტონიო ბლანკო, ედუარდო კამავინგა და დანიელ სებალიოსიც.
- 2 სექტემბერი 2021
- 843
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.