„რეალს“ ბეილისთვის 17 მილიონის გადახდა მაინც მოუწევს
ალბათ ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ კარლო ანჩელოტის ფაქტორმა გარეთ ბეილის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მადრიდში უელსელის დატოვებას არ აპირებდნენ, თუმცა იტალიელმა მოთმააშის შენარჩუნება შეძლო, რასაც მსურველი კლუბების ნაკლებობამაც შეუწყო ხელი.
აღსანისნავია, რომ ბეილმა ხელფასი შეინარჩუნა და ის მთელი სეზონის მანძილზე ჯამურად 17 მილიონ ევროს მიიღებს. უელსელი ფეხბურთელი მადრიდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
გარეთს სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და თანამშრომლობა ალბათ არც გაგრძელდება, თუმცა გარეთს მაინც აქვს იმის შანსი, რომ ამ სეზონში საუცხოო ფეხბურთი ითამაშოს და ხელმძღვანელობა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დააფიქროს.
ერთი რამ ცხადია. გახანგრძლივების შემთხვევაშიც, 32 წლის ფეხბურთელს ხელფასის მინიმუმ განახევრება მოუწევს.
- 2 სექტემბერი 2021
- 1 281
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.