ჰოლანდი და მბაპე „რეალში“ ერთად გადავლენ, მოცდა საჭირო აღარ იქნება
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ერლინგ ჰოლანდთან და კილიან მბაპესთან დაკავშირებით ტაქტიკას ცვლის...
ნორვეგიულ-ფრანგული დუეტი სამეფო კლუბის რიგებს ერთად უნდა შეუერთდეს და მადრიდული გრანდი ამაზე მუშაობას 2022 წლის დასაწყისიდანვე დაიწყებს.
მადრიდელები იანვრის თვეში მბაპესთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ, რათა სეზონის დასრულებისთანავე ფრანგ ფეხბურთელს „მერენგების“ რიგებში ასპარეზობის უფლება მიეცეს.
რაც შეეხება ჰოლანდს. პერესი პირად კონტაქტებს უკვე იყენებს და ნორვეგიელის აგენტთნა მოლაპარაკებებს აწარმოებს. მინო რაიოლას დაყოლიება ფულით სავსებით შესაძლებელია. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული აგენტი ხშირად აღმოჩენილა ტოპ კლუბების ინტერესის არეალში.
ფლორენტინო აპირებს, რომ მინოს ერთჯერადი ბონუსის სახით საკმაოდ მიმზიდველი თანხა განუსაზღვროს, რათა 2022 წელს ჰოლანდის „რეალში“ ტრანსფერი კითხვისნიშნისქვეშ არ დადგეს.
შეგახსენებთ, მომდევნო ზაფხულს „დორტმუნდი“ იძულებულია, მოთამაშე 75 მილიონად გაყიდოს, ვინაიდან ამ ქმედებას არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებს.
- 2 სექტემბერი 2021
- 3 439
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.