2022 წელს „რეალში“ 5 ტოპ ვარსკვლავი გადავა!
დიახ, კილიან მბაპეს 2021 წელს დამატება შეუძლებელი გახდა, მაგრამ მადრიდის „რეალი“ 1 წელიწადში საოცარ გაძლიერებას გვიჩვენებს, ვინაიდან უკვე არაერთ ვარსკვლავთან აქვს წინასწარი შეთანხმება...
2022 წლის გეგმიდან ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე მოხერხდა. ედუარდო კამავინგა მადრიდელია. გარდა ამისა, 2022 წელს სამეფო კლუბს ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, პოლ პოგბა და ჯულს კუნდე/პაუ ტორესის დუეტიდან ერთ-ერთი შეუერთდება.
მომდევნო ზაფხულს ჰოლანდის ფასი ფიქსირებულად 75 მილიონი იქნება, ხოლო მბაპე და პოგბა თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებენ, რაც „ბლანკოსს“ დიდ ხარჯებს დაუზოგავს.
ახალ ბერნაბეუს ახალი გალაქტიკო შეხვდება, ამ მიზანთან „რეალი“ ახლოს არის.
ფლორენტინო პერესი პრეზიდენტობის ბოლო წლებში ერთ მაგიურ კოლექტივს კიდევ ჩამოაყალიბებს.
- 1 სექტემბერი 2021
- 5 275
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.