მანჩესტერ „იუნაიტედს“ რონალდუს ტრანსფერი 15 მილიონი დაუჯდა
მანჩესტერ „იუნაიტედს“ კრიშტიანო რონალდუს დაბრუნება 15 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელსაც კლუბი მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე ეტაპობრივად დაფარავს. გამოდის, რომ პორტუგალიელის ტრანსფერი ინგლისური კლუბის ფინანსებს ფაქტობრივად არ შეეტყობა...
გარდა ამისა გათვალისწინებულია საბონუსე სისტემა, თუ „იუნაიტედი“ პრემიერლიგას, ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
მადრიდული გამოცემები ფლორენტინო პერესს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ სამეფო კლუბმა რონალდუს დაბრუნებისთვის არაფერი იღონა. პორტუგალიელის ფასი ფაქტობრივად მარიანო დიასის და ბორხა მაიორალის ფასს უტოლდებოდა.
„იუვენტუსი“ რონალდუს ოფიციალურად დაემშვიდობა, პრემიერლიგაში კი პორტუგალიელი 2 წელიწადს დაჰყოფს.
ასაკი? დიახ, ის პატარა ბიჭი აღარ არის, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 დაპირისპირებაში 36 გოლი ჩაიწერა აქტივში, მის ტურინულ კარიერაში კი 133 მატჩი და 101 გატანილი გოლი დაფიქსირდა.
საკითხი ალბათ ბევრისთვის სადავოა, მაგრამ რონალდუს „რეალში“ არდარბრუნებით პერესმა შეცდომა დაუშვა!
- 31 აგვისტო 2021
- 1 277
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.